კახეთში 26 აპრილიდან ძებნაში მყოფი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს და საგარეჯოს თანამშრომლებმა, 26 აპრილიდან ძალადობის ბრალდებით ძებნილი, 1968 წელს დაბადებული მამაკაცი საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა თავის მეუღლესა და სამ არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა.

დაკავებული გადაყვანილია N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button