“[დიპლომატიური კორპუსის გზავნილი] სრულყოფილად ნათქვამია”

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მკაცრ გზავნილს, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და 8 მარტს დადებულ შეთანხმებას ეხებოდა, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოეხმაურა.
საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ტვიტერის საკუთარ გვერდზე ღია და მკაფიო პოსტს აქვეყნებს:
“სრულყოფილად ნათქვამია. ეს არის სავალდებულო, რომ ბოლოს და ბოლოს შესრულდეს შეთანხმება და მხარეებმა მუშაობა გააგრძელონ”. – წერს კონგრესმენი.
საქართველოს ხელისუფლებამ მორიგი მკაცრი გზავნილი დასავლელი პარტნიორებისგან დღეს მიიღო. დოკუმენტში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგებოდა.
“ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“. – ნათქვამია ფასილიტატორების განცხადებაში.