მნიშვნელოვანისიახლეები

საწვავის ფასის გამო გამართული აქციების უკანაც “ნაციონალურ მოძრაობა” დგას-ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომის დაწყებამდე საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

მიოსივე განცხადებით, ფასების ზრდა დაკავშირებულია ინფლაციასთან, რომელიც ასევე მთელი მსოფლიოს გამოწვევაა.
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ საწვავის ფასის გამო გამართული აქციების უკანაც “ნაციონალურ მოძრაობას” ხედვას.

ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის რაც ხდება მსოფლიოში გავლენას საქართველოზეც ახდენს.

მან მოქალაქეებს “გაახსენა”, რომ პანდემიის გამო ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში ბოლო წლების და ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოპონენტები უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და ცდილობენ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ:

“მათ პერიოდში წლიური ინფლაცია 2011 წლის მაისში იყო 14.3%, იმავე წლის მარტში 13.9%, აპრილში 13.5% უფრო ადრეც, ინფლაცია შეადგენდა 14.5% 2006 წელს მაგალითად, საშუალო წლიური ინფლაცია წინა ხელისუფლების, შეწონილი რომ შევახსენოთ ჩვენ მოქალაქეებს, იყო 6.2.% მაშინ, როცა ჩვენ დროს, 9 წლიან პერიოდში 4.1%-ია საერთო შეწონილი წლიური ინფლაცია”, – თქვა მან.

ღარიბაშვილის თქმით, ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და მოსახლეობას უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წლისთავი მიულოცა.

ირაკლი ღარიბაშვილის ხმა

თბილისში, საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 20 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება, იმსჯელებენ, დაეკისროთ თუ არა აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული სახდელი.

ცნობისთვის, მოქალაქეებმა, რომლებიც გუშინ საწვავზე ფასებს აპროტესტებდნენ, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

მსგავსი პოსტები

Back to top button