რეგიონი

თელავში ცნობილი ქანდაკების, “ვაზის ყვავილობის” დაბრუნებას ითხოვენ

თელავში ცნობილი ქანდაკების, “ვაზის ყვავილობის” დაბრუნებას ითხოვენ.
ქანდაკება თელავის ცენტრში, ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეოცე საუკუნის 80- იან წლებში დადგეს და ადგილობრივები, მას ქალაქის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.
” ვაზის ყვავილობა” , რომლის ავტორი, მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილია, 2012 წელს, თელავის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხსნეს და ერთ- ერთი ღვინის ქარხნის ეზოში დატოვეს.
მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა, ქანდაკების ქალაში დაბრუნების მოთხოვნით, თელავის მერიას განცხადებით რამდენჯერმე მიმართა.

ადგილობრივები, განცხადებაში განმარტავენ, რომ საკუთარი ხარჯებითა და ბიზნესის მხარდაჭერით, ქანდაკებას აღადგენენ და მერიისგან მხოლოდ შესაბამისი ადგილის გამოყოფას ითხოვენ.
ქანდაკების განახლების ინიციატორი, ვაჟა ყაჯრიშვილი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ, ძეგლის ავტორს, თელავის მერია თანხის გამოყოფას დაპირდა და ძეგლის ერთ წელიწადში განახლება მოსთხოვა.

” რაკი მოქალაქეები აქტიურობდნენ, თელავის მერია, ძეგლის ავტორს, დაუკავშირდა, სიტყვიერად თანხის გამოყოფას დაპირდა და ძეგლის ერთ წელიწადში დასრულება მოსთხოვა. ავტომა ეს შეუძლებლად მიიჩნია. ამის შემდეგ, მივმართეთ მერიას, რომ ადგილი გოგოს და ფული არ გვინდა, ჩვენი სახსრებითა და მეღვინეების დახმარებით აღვადგენთ. თელავის განახლების ახალი გეგმის ავტორებს, ძეგლის ადგილას თურმე შადრევნების მოწყობა აქვთ დაგეგმილი, რაც ერეკლეს სასახლის კედლებს დაანესტიანებს.მერე გავიგეთ, თითქოს შადრევნების ადგილი გადასწიეს. ჩვენ არაფერი გვინდა, მხოლოდ ადგილი და ძეგლს მივხედავთ.თელაველები მას ქალაქის სიმბოლოდ მიიჩნევენ და არ შეიძლება უპატრონოდ ჟანგდებოდეს”– განაცხადა ყაჯრშვილმა.

2015 წელს, ძეგლის ავტორი ჯემალ თუშურაშვილი თელავის საზოგადოებას მართლაც შეახვედრეს. ხელისუფლების მხრიდან შეხვედრას, თელავის იმჟამინდელი მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდა.
ყუშიტაშვილი, რომელიც ახლა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეა და კულტურას კურირებს, ამბობს რომ ძეგლის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის,თუმცა დეტალებს ვეღარ იხსენებს.

” ძეგლის ავტორისა და საზოგადოების შეხვედრა ნამდვილად იყო, მეც ვესწრებოდი. თუმცა, დეტალები უკეთესად ეცოდინებათ ინფრასტრუქტურის სამსახურში. საერთოდ, კი, როცა კომენტარს მთხოვთ, უნდა მითხრათ და გამაფრთხილოთ, რომ იწერთ. რაკი ვერ იგებთ, რასაც გიხსნით, გეუბნებით, გაიგებთ ხომ კარგი, არადა, კარგად იყავით”– განაცხადა ყუშიტაშვილმა.
მოგვიანებით, მან სატელეფონო შეტყობინებით განმარტა, რომ ჟურნალისტებმა ნებისმიერი კითხვით, მერიის პრესსამსახურს უნდა მიმართონ.

ქანდაკება ” ვაზის ყვავილობა” ამჟამად, თელავის ერთ- ერთი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ არის მიტოვებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button