პამელა ანდერსონმა რუსი ჩინოვნიკები გააკვირვა [Video/Photo]

90-იანი წლების სექს-სიმბოლომ, ჰოლივუდის ვარსკვლავმა – პამელა ანდერსონმა, ვლადივოსტოკის ეკონომიკურ ფორუმზე, თავისი შავი ულტრამინი-კაბით, რუსი ჩინოვნიკები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, – გადმოსცემს გამოცემა “Блокнот”.

ღონისძიების ფარგლებში, 48 წლის ლამაზმანი, რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრს – სერგეი დონსკოის შეხვდა და უსურიისკის ზოოპარკში ლომი „გრეი“ მოინახულა.

„ჩამოსვლისთანავე დავრწმუნდი, ხალხს როგორ აწუხებს გარმოს დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების პრობლემა. მოხარული ვარ, რომ ადამიანები, გადაშენების პირას მყოფ თეთრ დათვებზე და ვეშაპებზე ზრუნავენ“ – განაცხადა მსახიობმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში, Playboy-ის ვარსკვლავმა პამელა ანდერსონმა, რუსეთის საელჩოს აშშ-ში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სთხოვა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”17207″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1441630314762″]

მსგავსი პოსტები

Back to top button