მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გარდაცვლილ პირებს რუსეთში შესვლა აეკრძალებათ

გარდაცვილი პირები რუსეთის შავ სიაში – ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ნაწილს კრემლმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. 963 პირს შორის არიან გარდაცვლილები, მათ შორის ჯონ მაკკეინი.

მნიშვნელვნია ის ფაქტიც რომ სიაში რამდენიმე პირის გასწვრივ პირდაპირ არის მითითებული, რომ სანქცირებული პირები გარდაცვლილები არიან.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ იცის ამ ადამიანების გარდაცვალების შესახებ, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს სანქციების რეჟიმის შენარჩუნებას. სანქცირებულ 963 ამერიკელს შორის ხუთი ადამიანის გასწვრივ წერია – „გარდაცვლილია“, მონიშნულია გარდაცვალების თარიღიც.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ადამიანების მიმართ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მუდმივად მოქმედებს. კერძოდ, რუსეთში შესვლა ეკრძალებათ: ყოფილ სენატორ ჯონ მაკკეინს, ყოფილ კონგრესმენ ელსი ჰასტინგსს, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის ყოფილ პირველ მოადგილეს მელის დრისკოს, ყოფილ მოსამართლეს სტივენ ო’ნილს, ამერიკელ ყოფილ სამხედროს ჯერემი სევიტსს.

რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა სახელმწიფო მდივანს, თავდაცვის მდივანს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს.

ამასთან რუსეთი ეკონომიური კატასტროფის წინაშეცდგას რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა პრაქტიკულად ყველა ლოჯისტიკური დერეფანი დაარღვია, რომელსაც ქვეყანა ვაჭრობისთვის იყენებდა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„ჩვენ იძულებულნი ვართ ერთად ვეძებოთ ახალი ლოგისტიკური დერეფნები”, – აღნიშნა საველიევმა.

მისივე თქმით, ოფიციალური მოსკოვი განიხილავს კაპიტალიზაციას ალტერნატიული სავაჭრო გზებიდან, როგორიცაა საერთაშორისო ჩრდილოეთ-სამხრეთის ტრანსპორტის (INSTC) დერეფანი – სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც ინდოეთს შუა აზიის ქვეყნებთან, რუსეთთან და ევროპასთან ირანის გავლით აკავშირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button