თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა დასანქცირდნენ-პატელი
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს-შაჰინი

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს -ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა არ არის ის, რაც ქართველ ხალხს უნდა.
სენატორი შაჰინი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ქართველ ხალხს სურს დემოკრატიული და ევროპული მომავალი და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და მათი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს. ჯინ შაჰინის თანახმად, ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს.
„ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას, ევროპას და არა ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და მათი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს“, – წერს ჯინ შაჰინი.
თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ ,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მთელი დასავლური საზოგადოება რუსული რეჟიმისგან დისტანცირდა და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან.
“მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს.
მისი თქმით, მთელი დასავლური საზოგადოება რუსული რეჟიმისგან დისტანცირდა და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან.
ქართველი ხალხი ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს 20 პროცენტით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება,”-განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელიმ.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 10 მაისს ხელმოწერილი ბრძანებულებებით, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა გაუქმდა, 15 მაისიდან კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.