მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზაპოროჟიეს ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ვოლიანსკის რაიონში ჩამოვარდა სატრანსპორტო თვითმფრინავი АН-26, რომელიც ტექნიკურ რეისს ასრულებდა. ამის შესახებ ტელეგრამ-არხით იუწყება ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია.

მისი ინფორმაციით, არიან დაშავებულები, გარემოებებს ადგენენ და დეტალები მოგვიანებით გაირკვევა.

ჯერჯერობით უცნობია, ჩამოვარდა თუ არა სატრანსპორტო თვითმფრინავი უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების რაიონში. АН-26 ტიპის თვითმფრინავებს უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ.

პუტინმა ბრძოლის ველზე თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ტვიტერზე“ წერს.

„პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც შეუერთდნენ მამაცი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას,“- წერს ბაიდენი.

მისი თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ერთობა უტყუარ გზავნილს უგზავნის პუტინს, რომ ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპაციას.

„ჩვენი ერთობა შინ და ჩვენი ერთობა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და უკრაინელ ხალხთან უტყუარ გზავნილს უგზავნის პუტინს: ის ვერასოდეს შეძლებს უკრაინაზე გაბატონებას და მის ოკუპაციას. ეს არ მოხდება“, – წერს ბაიდენი.

მსგავსი პოსტები

Back to top button