მნიშვნელოვანირეგიონი

“ქართული ოცნების” ოდიოზურმა წევრმა თანამდებობა დატოვა

“ქართული ოცნების” ოდიოზურმა წევრმა, ლევან კოჭლოშვილმა, პარტია და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თანამდებობა დატოვა
ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა

” ჩვენთვის საყვარელი მეფე ერეკლეს მსგავსად დარმწუნებული ვარ, თითოეული ჩვენი სახელოვანი წინაპარის ოცნება მშვიდობიანი, ერთიანი, ქრისტიანული და ევროპული საქართველო იყო, რომელიც ძლიერ ქართულ ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაშენებული. ჩვენს მეფეებს ჯეროდათ და სწამდათ, რომ ჩვენი მტრებისგან განსხვავებით ევროპა იყო ის ადგილი, სადაც საქართველო დაიმკვიდრებდა ადგილს საკუთარი ისტორიით, კულტურითა და მრავალგანსაცდელ გამოვლილი რწმენით.
მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც მხარს უჭერს და მფარველობს ნაციონალურ მოძრაობას, ძალას რომელიც წლების განმავლობაში გვკლავდა და გვაწამებდა. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ყოველივე ქართულს.
მე მჯერა ევროპის, რომელზეც ოცნებობდნენ ჩემი წინაპრები, მე მჯერა ჩემი ქვეყნის და ისტორიის, მე მჯერა ჩვენი რწმენის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის განნუყოფელი ნაწილი იყო.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნანატრი მშვიდობა, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაისადგურა ჩვენ ქვეყანაში, საფრთხის წინაშე არ დადგეს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ საჭიროა სიმართლის ლაპარაკი, მოურიდებლად, პირდაპირ. სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ მე შევძლო თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა და შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას ასეთ რთულ მომენტში და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს”- წერს კოჭლშვილი.

კოჭლოშვილი საკრებულოში ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

საკრებულოს დეპუტატი “ქართულ ოცნების” სახელით ოპონენტებთან ჩხუბითა და დაპირისპირებით არის ცნობილი.
სსკრებულოში მოხვედრიდან, ის, ხელისუფლების მიერ მოწყობილი ყველა აქციის ორგანიზატორი იყო, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან წინააღმდეგობის გაწევას ისახავდა მიზნად.

ცნობილია მისი “ცოცხებისა და ყავარჯნების აქცია” ოპოზიციის შეკრებაზე თბილისში მიმავალი ადამიანების წინააღმდეგ.
მიმდინარე წლის 3 ივნისს, კოჭლოშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და სხვა მხარდამჭერებთან ერთად, ხელი შეუშალა სახალხო ევროპული მოძრაობისა და ახალგაზრდების დაგეგმილ შეხვედრას, თელავის ისტორიულ მუზეუმში.

მსგავსი პოსტები

Back to top button