კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

პრეზიდენტი: “ვაჟკაცობა ვიცი მე ერთი ერთზე”

“ვაჟკაცობა ვიცი მე ერთი ერთზე.” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს. პრეზიდენტის განცხადებით, საქმის გამოძიება პროკურატურას უნდა მიენდოს და გარეშე პირები მასში არ უნდა ერეოდნენ. სალომე ზურაბიშვილმა დანაშაულში მონაწილე პირებს აღიარებისა და მონანიებისკენ მოუწოდა.

მოისმინეთ სალომე ზურაბიშვილის ხმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეს კი, მე-18 ტომი დაემატა. ახალი მტკიცებულებები, რომლითაც გამოძიება საკუთარი ვერსიის გამყარებას შეეცსება, გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობრების ჩვენებებს ეფუძნება და იმ სამძებრო ღონისძიებებს, რომელშიც დაკარგული ახალგაზრდის მოსაძებნად, მათ შორის, გურამ ამირხანაშვილიც მონაწილეობდა.

უცნობია, მეგობრებს მაინც უთხრა თუ არა საქმის ოქროს მოწმემ სიმართლე, რეალურად რა მოხდა ნარეკვავის დასახლებაში და შემდეგ ცენტრალურ მაგისტრალზე. მოპოვებულ მტკიცებულებებს შორის არის ახალი პირების ჩვენებებიც.

“2020 წლის 19 ივლისს დაახლოებით 02:00 საათზე მომწერა გურამ ამირხანაშვილმა და მითხრა, რომ წვეულებაზე, სადაც იმყოფებოდნენ, მოხდა დაპირისპირება, თუმცა, აღნიშნულ დაპირისპირებაში გურამსა და გიორგის მონაწილეობა არ მიუღიათ. გურამმა მომიყვა, რომ მან ვერ დაინახა სად წავიდა გიორგი შაქარაშვილი. ვინაიდან გიორგი დილამდე არ გამოჩნდა. დაახლოებით 08:30 საათზე გურამ ამირხანაშვილი დაუკავშირდა დედამისს და აცნობა მომხდარის შესახებ. მალევე მე, დედაჩემი, გიორგის დედა, გურამ ამირხანაშვილი, გიორგის მეზობელი და გიორგის და წავედით მცხეთის მიმართულებით გიორგის მოსაძებნად. მივედით აგარაკზე, სადაც გაიმართა წვეულება, ასევე იქ, სადაც დაიწყო კონფლიქტი და იქ, სადაც გაიქცა გიორგი, თუმცა მისი პოვნა ვერ შევძელით. ჩვენ მდინარის ნაპირთან მისასვლელ ბილიკზე არ ჩავსულვართ.” – აცხადებს ოლეგ ბობოხიძე.

19 ივლისის დილას იხსენებს ლუკა გოგავაც:

“2020 წლის 19 ივნისს, დილის საათებში, ალბათ 11:00-12:00 საათისკენ ოლეგი ბობოხიძისგან მომივიდა შეტყობინება, რომელშიც ეწერა, რომ შაქარა დაკარგული იყო. მე დავურეკე ოლეგს და ვესაუბრე დეტალებში გასარკვევად. მე დაუკავშირდი გიორგის ნათესავს, მიხეილ ონაშვილს, ლავრენტი ჯალაღონიას და ჩემ მეგობარს ალეკო ნავროზაშვილს, ჩვენი შევიკრიბეთ და წავედით მცხეთაში. ადგილზე იყვნენ გიორგის ოჯახის წევრები და ნათესავები, ასევე ჩვენი მეგობარი ოლეგი. გურამ ამირხანაშვილი ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში იყო და ჩვენთან არ ყოფილა. გიორგის ძებნის პროცესში მე კომუნიკაცია მქონდა გურამ ამირხანაშვილთან,” – აცხადებს ლუკა გოგავა.

ახალ ტომში არის “ნახალოვკელების” ჩვენებაც, რომლებიც ადგილზე თავისი უბნელის თბილისში წამოსაყვანად ჩავიდნენ:

“ყური მოვკარი, რომ საგურამოდან წამოსაყვანი იყო ჩვენი უბნელი გ.მ. ამე და ბესო გობეჯიშვილმა გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით საგურამოში. გავემართეთ ჩვენი უბნელის თემო კეტაშვილის მფლობელობაში არსებული TOYOTA VITS-ს ის მარკისა ავტომანქანით. მანქანაში ჩასხნდნენ მიშა ბეშიძე და სულხან ბაკაშვილიც. მე დამიკავშირდნენ ჩემ ნომერზე და მითხრეს წავსულიყავით ნატახტარში. ნატახტარში როცა მივედით, 19 ივნისის 00:30 საათი იქნებოდა. მანქანა გავაჩერეთ რესტორან იმერულ ეზოსთან. გაჩერებიდან მალევე, ზუსტად არ მახსოვს რამდენ ხანში, მე ისევ დამიკავშირდნენ, და მითხრეს, რომ გ.მ უკვე მიყავდათ თბილისში, რის შემდეგაც გამოვემართეთ თბილისისკენ.” – აცხადებს ჩვენებაში გიგა ბუცხრიკიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button