მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვაქცინაციის მიმართ კახეთის ეპარქიებში მოსაზრებები გაყოფილია

ვაქცინის ხარისხის მიმართ მაქვს ეჭვის საფუძველი, ამიტომ აცრას არ ვაპირებ”- ამის შესახებ, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონატრის წარმომადგენელმა, დედა იოანა მახარობლიძემ განაცხადა.

მონაზონი მიჩნევს, რომ საბოლოო ნდობა კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის.

” ჩემში ვაქცინის ხარისხი იწვევს უნნდობლობას. ჯერ დადასტურებით არ ვიცით, რას შეიცავს, არის თუ არა უსაფრთხო. აქ ჩვენ ბევრი ვართ და შესაძლოა, იყოს სხვა მოსაზრებები, თუმცა მე თვითონ არ ვაპირებ, ვაქცინის გაკეთებას, რადგან მის სარგებლიანობაში დარწმუნებული არ ვარ. არც ვაქცინაციის სავალდებულობა მგონია სწორი”- განაცხადა დედა იოანამ.

ვაქცინაციის მიმართ კახეთის ეპარქიებში მოსაზრებები გაყოფილია.ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის აცრას აუცილებლად თვლის, ალავერდის ეპარქიის წარმომადგენელი, დედა მარიამ ტოროშელიძე.

“მემგონია, რომ ვაქცინაცია არის გამოსავალი. ჯერ არა, მაგრამ ავიცრებით, რადგან უკეთესი გამოსავალი ალბათ არ არის. ველოდებით, მოვა ჩვენი რიგიც, თან ვაკვირდებით კიდეც მიმდინარე პროცესს”- განაცხადა დედა მარიმმა, რადიო ჰერეთთან.

NDI- ის 2020 წლის კვლევების თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 46% ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობდა, ხოლო 38% აცრის მომხრე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button