რეგიონი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელ აგრესიას გამოეხმაურა

“უკრაინა შეიძლება ცოტა ხანს ცუდი მომენტების წინაშე დადგეს, მაგრამ მაინც წააგებს რუსეთი”_ ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და რუსეთის მოსალოდნელ აგრესიას.

“ღმერთს ვთხოვ, დააწყნაროს მსოფლიო ისე, რომ განსაკუთრებით უკრაინელ ხალხს ცუდი არაფერი შეხვდეს.თუ მაინც რუსეთი გაბედავს, შეუტევს უკრაინას და ყველაფერი აქეთ მიდის, რომ თან აქეზებენ რუსეთს. იმედი აქვთ, რომ რუსეთი ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც მას რაღაც ძალებს წაართმევს. რუსეთმა არ უნდა დაივიწყოს, როგორ უყურებენ ამერიკის და რუსეთის ჭიდილს ამერიკელები.ორი ვეფხვი რომ ერთმანეთს ებრძვის და მაიმუნი ხიდან უყურებს, ასეთი ვითარებაა. მაინც წააგებს რუსეთი, უკრაინა შეიძლება ცოტა ხანს ცუდი მომენტების წინაშე დადგეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბოროტება ვერასდროს გაიმარჯვებს. ჩვენც ეს მაგალითი უნდა გამოვიყენოთ. ყველა მიხვდება, ვინც ჩამოვთვალე, რადგან არცერთი უჭკუო არ არის. მე ვფიქრობ, დიდი ომი არ იქნება”– განაცხადა მეუფემ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა რამდენიმე სიტყვით, კორონა ვირუსის პანდემიაზეც ისაუბრა.

” ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს არ იყო, ბიოლოგიური ომი და ხელოვნური ვირუსი. მსოფლიოში ბევრი ფიქრობს ასე. წელს უნდა დამთავრდეს და დაბრუნდეს ადამიანური ურთიერთობები, რაც ჩვენში და მთელს მსოფლიოში იყო”– იქადაგა მეუფემ.

ნინოობის აღსანიშნავი წირვა მეუფე იაკობმა დღეს, წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში ჩაატარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button