ყალბი დიპლომების დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების, მათ შორის დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით, ერთ-ერთი ყოფილი კომერციული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი დააკავეს.
გამოძიება 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.
მოუსმინეთ განცხადებას, რომელიც საგამოძიებო ორგანოში გაკეთდა ►