სასწავლო პროცესი ხუთ სკოლაშია შეჩერებული

პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი ხუთ სკოლაშია შეჩერებული. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამი დღით სწავლა შეწყვეტილია დედაქალაქის N 81, N152, N112, N21 და N53 საჯარო სკოლებში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, სამინისტრო მონიტორინგს აგრძელებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით, 3 დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button