მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ვლოდიმერ ზელენსკი საქართველოს ეწვევა

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩამოვა, ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა 18 ივლისაა დაგეგმილი და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

“ვლოდიმერ ზელენსკი მე დავპატიჟე 18 ივლისს, ამ შეხვედრისთვის უკვე მზადება მიმდინარეობს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას ძალიან კონკრეტულ საკითხებზე: სოცირებულმა ქვეყნებმა რა მხრივ შეიძლება წინ წაიწიონ ევროპასთან ინტეგრაციისკენ, სექტორალური ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, შავ ზღვაზე რა შეიძლება გაკეთდეს… შავი ზღვის უსაფრთხოება ასევე ნატოსთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი 23 ივნისს უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button