კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რუსეთი შატალოვას მკვლელობის საქმეზე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს

თბილისში, რუსეთის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე მოსკოვი საქართველოსგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

შესაბამისი ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გაიგზავნა.

“შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გაუგზავნა ნოტა თხოვნით კომპეტენტური ორგანოების ხელში არსებული ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ამასთან აუცილებელი იურიდიული დახმარების გაწევაზე, მათ შორის გარდაცვლილის ცხედრის მამისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის საკითხში” – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

27 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს მოკლეს. მის საქმეზე 3 პირი დაკავებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button