დელტა – კახეთში ბოლომდე ვერ მოხერხდა სეტყვის აცილება [Audio]

კახეთში ბოლომდე ვერ მოხერხდა სეტყვის აცილება, – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიგა ინაშვილმა განუცხადა.

ინაშვილის თქმით, 20 აგვისტოს სტიქია დაახლოებით 19 საათსა და 20 წუთზე დაიწყო და სწორედ ამ დროს დაფიქსირდა თიანეთის რაიონიდან ახმეტის რაიონში მოცულობითი ღრუბლის გავრცელება, საერთო ფართობით 350 კვადრატული კილომეტრით.

“პირველ ეტაპზე დამუშავდა ღრუბელი, თუმცა შემდეგ დამატებითი ღრუბელი შემოვიდა, სადაც სეტყვის მარცვლები უკვე ჩამოყალიბებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლის დამუშავება აქტიურად მიმდინარეობდა, ბოლომდე ვერ მოხერხდა სეტყვის აცილება, რადგან ჩამოყალიბებულ ღრუბელში დღეს არსებული ტექნიკური საშუალებებით შეუძლებელია ასეთი ღრუბლის განეიტრალება. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მუშაობს იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედებს ჩამოყალიბების პროცესში”, – განაცხადა გიგა ინაშვილმა, დელტას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

გიგა ინაშვილი – ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button