მნიშვნელოვანიმსოფლიო

აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა

დონალდ ტრამპმა სირია-თურქეთის საზღვარზე. ე.წ უსაფრთხო ზონის შექმნასთან დაკავშირევით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, თურქეთს სანქციები მოუხსნა. ტრამპის თქმით, სირიაში დარჩება ამერიკის ჯარების მცირე რაოდენობა, რეგიონში ნავთობის დასაცავად. თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 150 საათით გაახანგძლივა. შეთანხმება რეჯეფ თაიპ ერდოღანსა და ვლადიმირ პურტინს შორის სოჭში შედგა. დოკუმენტის მიხედვით, მომავალი 6 დღის განმავლობაში ქურთების თავდაცვის ძალების მებრძოლებმა სირიის სიღრმეში 30 კილომეტრით უნდა გადაინაცვლონ, ხოლო ე.წ. უსაფრთხოების ზონის პატრულირებას რუსეთისა და თურქეთის სამხედრო ძალები ერთობლივად მოახდენენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button