რადიო თბილისი “დინამო თბილისის” პარტნიორი გახდა

რადიო თბილისი “დინამო თბილისის” ექსკლუზიური მედიაპარტნიორი გახდა. დღეიდან, დინამო თბილისის ყველა საშინაო მატჩი რადიო თბილისის ეთერში დაანონსდება.

დინამო სტადიონზე, ვებსაიტზე, ვიდეოეკრანებზე, ინტერნეტ და ბეჭდურ გამოცემებზე კი რადიო “თბილისის” სარეკლამო კამპანია განთავსდება.

21 ნოემბერს, შაბათს, “დინამო არენაზე” საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრა გაიმართება. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი “თბილისის დინამო” სამტრედიას უმასპინძლებს.

მოუსმინეთ აუდიო რგოლს:

რადიო თბილისმა, იმის მიუხედავად, რომ სულ 2 თვეა ეთერში საცდელი მაუწყებლობით, უკვე დაგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა წარმატებული სარეკლამო კამპანია, ჩატარდა სხვადასხვა კონკურსები სოციალურ ქსელში.

žგაფორმდა ხელშეკრულება რამდენიმე მსხვილ სარეკლამო პარტნიორთან საინფორმაციო და სარეკლამო მიმართულებით.

ჩვენ ვართ “რუსთაველის თეატრის”, “თბილისის ფოტოფესტივალის”, “ყველის ფესტივალის” და “ტურისტული ფესტივალის” საგანმანათლებლო ორგანიზაცია “აიესაი” ოფიციალური მედიაპარტნიორები.

žრადიო თბილისის ფორმატი, მუსიკალური პროგრამირება და სოფტები მთლიანად მორგებულია ამერიკულ გამოცდილებას.

žრადიო თბილისმა 2015 წლის აგვისტოში ამერიკელ კოლეგებთან ჩამოყალიბეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც დღემდე აქტიურად გრძელდება.

ჩვენი კომპანია “ქრომველ გრუპის” პარტნიორია, რომელიც 28 რადიოს ფლობს შეერთებულ შტატებში.

žდღეს რადიოსადგურის მარკეტინგის სამსახური მთლიანად ამერიკული გამოცდილებით მუშაობს. კომპანიის თანამშრომლებმა სტაჟირება გაიარეს “ქრომველ გრუპში”.

23 ნოემბრიდან, რადიო თბილისი რადიო “ჰერეთთან” ერთად ერთიან ახალ ამბებს გაუშვებს ეთერში ტალღაზე FM93.5.

მსგავსი პოსტები

Back to top button