იტალიელი მომღერალი წითელ მოედანზე პუტინისთვის გაშიშვლდა [Video]

იტალიელმა საოპერო მომღელმა, ანა აზერლიმ (ანა მარია ბარტოლინი) რუსეთის პრეზიდენტს მხარდაჭერა თავისებურად გამოუცხადა და მას სიყვარული აუხსნა. ინფორმაციას გამოცემა Life ავრცელებს.

მომღერალი რუსეთის მთავარ მოედანზე წაულის ქურქში გამოწყობილი გამოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აზერლის ქურქის ქვეშ მხოლოდ თეთრეული ეცვა.

აზერლიმ განაცხადა, რომ პუტინი უყვარს და ამერიკულ-ევროპულ სანქციებს გმობს.

ასევე საოპერო დივამ აღნიშნა, რომ რუსეთის პირველი ლედის ტიტულზე ოცნებობს.

37 წლის ანა აზერლი წარმოშობით ახალზელანდიელია. იგი ბავშვობიდანვე ლამაზი ხმითა და აბსოლუტური მუსიკალური სმენით გამოირჩეოდა და სასწავლებლად მილანში გაემგზავრა.

11-წლიანი კარიერის მანძილზე, აზერლი მღეროდა მილანის “ლა სკალაში”, ნიუ-იორკის “მეტროპოლიტენ ოპერასა” და “კარნეგი ჰოლში”, პარიზის “ბასტილიის ოპერაში” და ლონდონის “კოვენტ-გარდენში”.

მსგავსი პოსტები

Back to top button