“გურჯაანში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტი არ დადასტურდა”

“გურჯაანში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტი არ დადასტურდა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. მათი თქმით, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვან ბიჭს დაზიანებები არ აღენიშნება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანში 11 წლის ბიჭი ერთი კვირის წინ გააუპატიურეს. აღნიშნულზე გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button