კარდაშიანმა იდეალური დეკოლტეს საიდუმლო გაამხილა [Photo/Video]

ამერიკელმა შოუ-ლედიმ, კიმ კარდაშიანმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელზეც იდეალური დეკოლტეს მისაღწევად, იგი წებოვანი ლენტის მეშვეობით მკერდის აწევის მეთოდს გვაჩვენებს.

“ამ ტრიუკს წლების მანძილზე ვაკეთებ” – წერს ვარსკვლავი სოციალურ ქსელში. თავის დახურულ ბლოგში კიმი გამოტყდა, რომ არსებული ამოცანის ამოსახსნელად ბევრ მეთოდს მიმართა, მაგრამ ამჟამად წებოვან ლენტზე შეჩერდა.

ცნობილია, რომ კიმ კარდაშიანი გულახდილ ტანისამოსში არაერთხელ გამოჩენილა. თუ როგორ ახერხებდა იგი მკერდის იდელურ მდგომარეობაში შენარჩუნებას, მის თაყვანისმცემლებს გამუდმებით აინტერესებდათ. როგორც ახლა გაირკვა, შოუბიზნესის ძუ ლომი საკმაოდ იოლ მეთოდს მიმართავს.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ამასწინათ კარდაშიანი გულახდილ დეკოლტეში და ქერად შეღებილი თმით თავისი მეუღლის, ცნობილი რეპერისა და მოდელიერის, კანიე უესტის ახალი კოლექციის – Yeezy Season 3-ის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29698″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button