რეგიონი

თუშეთში მოსახლეობას სასურსათო პაკეტები გადაეცა

თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას სასურსათო პაკეტები გადაეცა

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტილია.
ამიტომ პაკეტების გადატანა სოფლებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით განხორციელდა.

სოციალური პროგრამით გათვალისწინებული საახალწლო ნობათი, სოფელ ომალოში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიტანეს.

ამჟამად, თუშეთში მუდმივად, 24 ოჯახია დარჩენილი.

მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტობილო გზა ოქტომბრის ბოლოს იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება.

მოქალაქეების ბარიდან მთაში გადაყვანას, გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უფასოდ ახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button