მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი მზად არის უკრაინასთან დიალოგისთვის მაგრამ უკრაინა არ არის თანახმა

რუსეთმა უკრაინაში 244 830 ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან დიალოგისთვის, მაგრამ უკრაინა არ არის თანახმა.

კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ „რუსული მხარე ინარჩუნებს ღიაობას, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინელებზე“.

პესკოვის თქმით, რუსეთი ღიაა უკრაინის საკითხის მოგვარებისთვის, ხოლო კიევის ხელისუფლება, თუნდაც რთულ ვითარებაში მყოფი, უკომპრომისო პოზიციას ინარჩუნებს.

„რუსული მხარე ინარჩუნებს ღიაობას, რასაც ვერ ვიტყვი უკრაინელებზე. უკრაინელები ინარჩუნებენ ურყევ პოზიციას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან, მაგრამ მაინც უარს ამბობენ დიალოგის ნებისმიერ შესაძლებლობაზე“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინამ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ მიიღებს რაიმე სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ძალების მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 244 830 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4190
ჯავშანტექნიკა – 8161
საარტილერიო სისტემა – 4775
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 698
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 458
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 311
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4007
ფრთოსანი რაკეტა – 1347
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7240
სპეცტექნიკა – 709
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button