ტრამპმა ობამას მიერ დატოვებული წერილი წაიკითხა [Photo/Video]

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალ ტრამპმა თავისი წინამორბედის მიერ ტრადიციისამებრ დატოვებული წერილი წაიკითხა. ბარაქ ობამამ საკუთარი გზავნილი ოვალურ კაბინეტში დატოვა, — გვაცნობებს The Hill.

“ახლახან ოვალურ კაბინეტში შევედი და პრეზიდენტ ობამას მიერ დაწერილი შესანიშნავი წერილი აღმოვაჩინე. ასეთი გზავნილი მისი მხრიდან ძალიან მესიამოვნა. ჩვენ ამას დავაფასებთ, წერილს შევინახავთ და მისი შინაარსის შესახებ პრესისთვის მინიშნებასაც გავაკეთებთ“ – განაცხადა ტრამპმა.

მემკვიდრისთვის წერილის დატოვების ტრადიციას აშშ-ში მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომლის თანახმად, წინამორბედი პრეზიდენტი ოვალური კაბინეტის სამუშაო მაგიდის ზედა უჯრაში წერილს ტოვებს. მაგალითად ჯორჯ ბუშ-უმცროსმა ობამა წერილობით გააფრთხილა, რომ კრიტიკოსები იბობოქრებენ, ხოლო მეგობრები იმედებს გაუცრუებენ. ბილ კლინტონმა კი ბუშს წინსვლა და წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავისი მოვალეობების შესრულებას 20 იანვარს შეუდგა. სახელმწიფოს ახალმა მეთაურმა ინაუგურაციის დროს ფიცი ერთდროულად 2 ბიბლიაზე დადო და ქვეყნის მომავალზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ორიდან ერთი ბიბლიის წიგნი დედამ ტრამპს საკვირაო სკოლის დამთავრების შემდეგ უსახსოვრა, ხოლო მეორე კი აშშ-ის მე-16 პრეზიდენტს — აბრაამ ლინკოლნს ეკუთვნოდა.

[print_gllr id=51709]

მსგავსი პოსტები

Back to top button