
იაპონურ მედიაში გავრცელებულმა ცნობამ რუსეთში მწვავე რეაქცია გამოიწვია. იაპონურმა გამოცემამ დაწერა, რომ სამხრეთ კურილის კუნძულები ამერიკული რაკეტების განთავსებისთვის საუკეთესო ადგილია.
სტატიის ავტორი ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსება ამერიკასა და იაპონიას ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებისგან დაიცავს.
ამავე ცნობით, კუნძულზე ამერიკული ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით, შესაძლებელი გახდება აგრესორის რაკეტაზე იერიში გაშვებიდან რამდენიმე წამში განხორციელდეს. გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ კურილის კუნძულებზე ამერიკული სისტემის განთავსება ამერიკის შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი დაბლოკოს.
მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა იაპონიაში რუსეთის ელჩი. დიპლომატის თქმით, კურილის კუნძულებზე ამერიკული ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსება რუსეთ-იაპონიის დიალოგში პოზიტიურ ატმოსფეროს ვერ შექმნის.