მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზის სექტორთან საზღვარზე ფრონტის ხაზზე განთავსებული სამხედროები მოინახულა

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰამასის ღაზის სექტორის საზღვართან ჰამასისი ტერორისტებისგან გათავისუფლებულ დასახლებებში პირველად ჩავიდა. ადმინისტრაციის ცნობით, მან ადგილი უკვე დატოვა.

პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნეთანიაჰუმ იმ საცხოვრებელი სახლების ნანგრევები ნახა, სადაც “საშინელი ხოცვა-ჟლეტა” მოხდა.
„ღაზასთან, ფრონტის ხაზზე სამხედროებთან ერთად. ჩვენ ყველა მზად ვართ”, – დაწერა ისრაელის პრემიერმა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან მყოფ სამხედროებს მიმართა: „მზად ხართ შემდეგი ეტაპისთვის? შემდეგი ეტაპი ახლოვდება”.
ამასთან მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერმა დაათვალიერა ღაზას საზღვრის ორი რეგიონი – კიბუც ბეერი და კიბუც კფარ აზა, რომლებიც ჰამასის ტერორისტული თავდასხმისგან, ყველაზე მეტად დაზარალდა.

ისრაელის არმია სავარაუდოდ სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთიდან პალესტინელებს მასობრივი ევაკუაციისკენ მოუწოდა და ამისთვის ჯერ 24 საათიანი ვადა, მოგვიანებით კი დამატებით კიდევ რამდენიმე საათი მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა.

ისრაელმა გუშინ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა – კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა – გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ. არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ისრაელზე თავდასხმის დღეს ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ 150-ზე მეტი მძევალი აიყვანა, ხოლო, სულ მცირე, 1 300 ადამიანი მოკლა – მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button