მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში ახალი შტამი ძალებს იკრებს

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 4 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 3 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 148 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ამ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.

“ომიკრონი”, რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში, დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს.

ორწლიანი პანდემიის პერიოდში გამოვლენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის არაერთი სახეობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარიანტებს ანაწილებს ინტერესის ან შეშფოთების გამომწვევ სახეობებად და მათ ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნავს. ამ დროისთვის შემაშფოთებელ ვარიანტებად მიჩნეულია: “ალფა”, “ბეტა”, “გამა”, “დელტა” და “ომიკრონი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button