მნიშვნელოვანირეგიონი

ბავშვთა სახლიდან გაუჩინარებული მოზარდი იპოვეს

ბავშვთა სახლიდან გაუჩინარებული 14 წლის მოზარდი თელავში იპოვეს

კახეთის ერთ-ერთი ბავშვთა სახლიდან 17 ოქტომბერს გაუჩინარებული 14 წლის მოზარდი, თელავში იპოვეს. ინფორმაცია რადიო ჰერეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

14 წლის ბიჭი ბავშვთა სახლში დაახლოებით ორი კვირის წინ გადაიყვანეს, მანამდე ის ერთ-ერთ ოჯახში მინდობით აღზრდაში იყო.

არასრულწლოვანმა მიმღები ოჯახი თვითნებურად დატოვა.

თვითნებური წასვლის შემდეგ, მოზარდი პოლიციამ იპოვა და ბავშვთა სახლში გადაიყვანა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button