მნიშვნელოვანისპორტი

ინგლისი თუ ჩეხეთი? ბრძოლა პირველი ადგილისთვის #ევრო2020

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება. ორი ტურის შემდეგ ამ ჯგუფში ჯერ კიდევ არ არის გარკვეული გუნდების თანმიმდევრობითი პოზიციები. ორივე მატჩი მნიშვნელოვანია. ინგლისი და ჩეხეთი პირველი ადგილის დაკავებას ცდილობენ. შოტლნდია და ხორვატია კი მესამე ადგილის მფლობელს გაარკვევენ.

ჩეხეთის ნაკრებს ფრეც აკმაყოფილებს, ინგლისს კი აუცილებლად სჭირდება მოგება. ასე, რომ წაგების შემთხვევაშიც კი ორივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს პლეი-ოფის საგზური გარანტირებული აქვს.

გარეთ საუთგეიტის გუნდი ტურნირზე არცთუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. ხორვატიასთან 1:0 მოიგო და შოტლანდიასთან უგოლო ფრე ითამაშა. ჩეხეთმა შოტლანდია 2:0 დაამარცხა და მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას ანგარიშით 1:1 დაუზავდა. ორივე გუდს ამ დროისთვის 4- 4 ქულა აქვს.

ეს გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპზეც ერთ ჯგუფში იყვნენ. მაშინ ბრიტანელებმა „უემბლიზე“ ჩეხეთი 5:0 გაანადგურეს, განმეორებითი შეხვედრა კი 1:2 დათმეს.

ახლა კი ინგლისელ გოლეადორ ჰარი კეინთან შედარებით კარგად გამოიყურება ჩეხი ფორვარდი პატრიკ შიკი. ჩეხეთის ნაკრების ამ დროისთვის ასპარეზობაზე 3 გოლი აქვს გატანილი და სამივე გოლი შიკის ანგარიშზეა.

ჩეხეთის და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება დღეს 23 საათზე დაიწყება.

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

მსგავსი პოსტები

Back to top button