მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა პარტნიორი ქვეყნებიდან 70 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს

პარტნიორი ქვეყნები უკრაინის არმიას მიგ-29-სა და სუ-25 ტიპის 70 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

„კიდევ მეტი „კიევის აჩრდილი“ იქნება! პლუს 70 თვითმფრინავი უკრაინის არმიისთვის! ჩვენი პარტნიორები მიგ-29-სა და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს გვიგზავნიან,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავები ბაზირებული იქნებიან პოლონეთის აეროდრომებზე.

უკრაინა მიგ-29-სა და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს ბულგარეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთისგან მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button