მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში შიდა არეულობის ფონზე ოკუპანტები უკრაინაზე თავდასხმებს არ წყვეტენ

რუსეთში მიმდინარე პროცესებისა და შიდა არეულობის ფონზე, ოკუპანტები უკრაინაზე თავდასხმებს არ წყვეტენ. მძიმე იყო გასული ღამე ომში მყოფი ქვეყნისთვის. მსხვერპლი მოჰყვა დედაქალაქზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევას.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ 24 ივნისის ღამეს ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების ნამსხვრევებმა კიევის სოლომენსკის რაიონში 25-სართულიანი შენობა დააზიანეს.

რუსულმა ძალებმა კიევში 24 სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 მშვიდობიანმა მოქალაქემ კი ფიზიკური დაზიანებები მიიღო.

აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონის ოლქშიც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

24 ივნისის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის გარშემო საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button