მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბოლო დღის განმავლობაში 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა-დღე-ღამის განმავლობაში 640 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები შეტევებს, ძირითადად, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევსკისა და მარინკას მიმართულებით აგრძელებენ.

“მოწინააღმდეგე ძირითად ძალისხმევას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევსკისა და მარინკას მიმართულებებზე ამახვილებს. ბოლო დღის განმავლობაში 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა,” – ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

უწყების ცნობით, უკრაინის ძალები აგრძელებენ თავდაცვას ყველაზე ცხელ წერტილებში და შეტევით მოქმედებებს მელიტოპოლსა და ბერდიანსკში.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 241 330 ჯარისკაცი დაკარგა აქედან მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 640 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 22 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4140
ჯავშანტექნიკა – 8096
საარტილერიო სისტემა – 4629
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 693
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 448
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 310
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3944
ფრთოსანი რაკეტა – 1298
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7159
სპეცტექნიკა – 691

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button