მნიშვნელოვანირეგიონი

დედ-მამისა და ბებიის მკვლელს ოთხწლიანი იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს.

თელავში დედ-მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ახალგაზრდას, სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ოთხი წლით იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა.

მამაკაცი ფსიქიტრიულმა ექსპერტიზამ შეურაცხადად სცნო, რაზე დაყრდნობითაც, ის ხონი-ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მსჯავრდებულის ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი, ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებით მკურნალობას გადის.

” გიდასტურებთ, მას დაუდგინდა დაავადების გარკვეული ფორმა, რასაც მკურნალობა სჭირდება. მე შევთავაზე გასაჩივრება, თუმცა მან უარი განაცხადა. ახლა იმყოფება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ოთხი წელი უნდა გაატაროს” – განაცხადა ჩაველაშვილმა.
მკვლელობა თელავში 2021 წლის 7 მარტს მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით, დედ-მამა და ბებია დახოცა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button