მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი დროებით დაიკეტა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში იოსებ ნონეშვილის სახლ- მუზეუმი დაიკეტა. მუზეუმის დაკეტვა, სოფელ კარდენახში, კორონა ვირუსის შემთხვევამ გამოიწვია.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ-19 დაწესებულების მენეჯერს დაუდასტურდა.

გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი, ეკა ბეროშვილი ადასტურებს, რომ მუზეუმში დამთვალიერებლების მიღება, ვირუსის დადასტურების გამო შეწყდა.

” ერთ- ერთ თანამშრომელს კოვიდ- 19 დაუდასტურდა. მისი კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან გადასულები, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და მუზეუმი დავკეტეთ. სანამ პროცესი არ ამოიწურება, ეპიდემიოლოგებმა უსაფრთხოებისთვის ასეთი რეკომენდაცია მოგვცეს”- განაცხადა ბეროშვილმა.

იოსებ ნონეშვილის სახლ- მუზეუმი კარდენახში, 20 აპრილამდე იქნება დაკეტილი

მსგავსი პოსტები

Back to top button