მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„რაც ხდება საშინელებაა ქალებს და ბავშვებს თავი დაანებეთ,,-პუტინი ისრაელსა და ღაზაში მსხვერპლის ზრდის გამო შეშფოთებულია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ენერგეტიკის კვირეულის პლენარულ სხდომაზე ისრაელში ომზე ისაუბრა. პუტინმა ისრაელსა და ღაზაში მსხვერპლის ზრდის გამო “შეშფოთება გამოთქვა”.

“თუ კაცებმა გადაწყვიტეს ერთმანეთთან ბრძოლა, დაე, იბრძოლონ. ქალებს, ბავშვებს თავი დაანებეთ. ეს ორივე მხარეს ეხება… რაც ახლა ხდება, საშინელებაა. ჩვენ უნდა ვეცადოთ მინიმუმამდე, ან ნულამდე დავიყვანოთ ზარალი მშვიდობიან მოსახლეობაში – ქალებში, ბავშვებში, მოხუცებში

„ის რაც ხდება, საშინელებაა. ჩვენ გვესმის, რომ ორივე მხარეს ძალზე დიდია გამწარება, მაგრამ გამწარების რა დონეც უნდა იყოს ორივე მხრიდან, საჭიროა იმისკენ სწრაფვა, რომ მოხერხდეს დანაკარგების შემცირება ან ნულზე, მინიმუმზე დაყვანა სამოქალაქო მოსახლეობაში – ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს შორის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკული კვირის“ პლენარული სხდომის დროს.

მისი სიტყვებით, პალესტინის პრობლემა ყოველი მუსლიმის გულშია და ის უსამართლობად აღიქმება.

„თავდაპირველად ლაპარაკი იყო ორი სახელმწიფოს – ისრაელისა და პალესტინის – შექმნაზე. ისრაელი, როგორც ცნობილია, შექმნილია, პალესტინა კი, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ჯერაც არ შექმნილა“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაფართოებას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.

ამასობაში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა რუსეთი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად, თქვა: „ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს კონტაქტებს კონფლიქტის მონაწილეებთან. ერთგანაც და მეორეგანაც არიან რუსეთის მოქალაქეები. ჩვენთვის რუსეთის მოქალაქეების ბედი არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. გარდა ამისა, რუსეთი, ცხადია, განაგრძობს ვითარების ანალიზს და თავის პოზიციებს ინარჩუნებს როგორც ქვეყანა, რომელსაც მოეპოვება დარეგულირების პროცესში მონაწილეობის პოტენციალი.“

ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასი“ რუსეთში არ არის შეტანილი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. მისი წარმომადგენლები არაერთხელ ჩავიდნენ მოსკოვში და მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის ხელმძღვანელობასთან.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა.

ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა “თავის მიზნებს მიაღწია” და “ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა”.

ბოლო მონაცემებით, ჰამასმა 100-150 ადამიანი გაიტაცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button