კრიმინალიმნიშვნელოვანი

22 წლის მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქმის წინასასამართლო სხდომა 14 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორსული, 22 წლის მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს გოგა გზირიშვილს პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

სხდომაზე ბრალდების მხარე სწორედ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხეები. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა.

სხდომაზე თავის პოზიცია დააფიქსირა თავად ბრალდებულმა, გოგა გზირიშვილმა.

„როგორც კი გავაანალიზე რაც გავაკეთე, ეგრევე დავრეკე პოლიციაში და მოვიყვანე პოლიცია ჩემთან. ცუდად ვარ“, – აღნიშნა ბრალდებულმა.

ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ, – ეს სიტყვები ორსული ცოლის ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განაცხადა. მან სასამართლო პროცესზე მცირე განცხადებით ისარგებლა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დანაშაული გაიაზრა, პოლიციას თავად დაურეკა.

„ავუხსენი რა იქნებოდა მომავალში, მითხრა – მე თანახმა ვარ პატიმრობაზეო, არავითარი გირაო არ მოუთხოვია. წარსულში ნასამართლევი იყო თუ არა არ ვიცი. ბიჭი იყო ძალიან უხასიათოდ და დღესაც საუბრის სურვილიც კი არ ჰქონდა. სტაციონარულ მკურნალობას არა მაგრამ, აღრიცხვაზე ვფიქსირდებოდი და დანიშნული მქონდა ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომ დავწყნარებულიყავიო, მე მაქვს ფსიქიკური აშლილობა და დამაწყნარებელი იყო ჩემთვის ის ფსიქოტროპულები, რომლებიც დამინიშნა ექიმმაო. პიროვნება იყო ძალიან არაადეკვატური, უხალისოდ, ამიტომ მეც არ გადავტვირთე კითხვებით. შვილი წაიყვანეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა. შეურაცხყოფა მომაყენა და კონფლიქტი მოხდა შეურაცხყოფის ნიადაგზე – ამას ამბობს მხოლოდ, კონკრეტიკა ვერ მოვისმინე“, – განაცხადა ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ.

მისი თქმით, ბრალდებული მედიკამენტებს ყოველდღიურად იღებს.

გამოძიების ინფორმაციით, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფეხმძიმე მეუღლე ახალგაზრდა კაცმა შვილის თვალწინ მოკლა

მსგავსი პოსტები

Back to top button