მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში სახელოვნებო და სპორტული სკოლები არ გაიხსნება

1 თებერვლიდან, კახეთში სახელოვნებო და სპორტული სკოლები არ გაიხსნება. ამის შესახებ რადიო ჰერეთს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის,ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე, ასეთ სექციებში მოსწავლეთა მობილობის გაზრდა, სარისკოდ ჩაითვალა.

ყველა შემსუბუქება ხდება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზით და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამიტომ სახელოვნებო და სპორტული წრეები ჯერ ვერ ამუშავდება. ეს ეხება, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ მეცადინეობებს- განაცხადა შიოშვილმა, რადიო ჰერეთთან.

1 თებერვლიდან, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რომელიც მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმოძრავებს.

ამავე გადაწყვეტილებით, გაიხსნება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, რომლებიც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გადაცვლაზე იმუშავებენ

მსგავსი პოსტები

Back to top button