გარდაიცვალა ნენსი რეიგანი, აშშ-ის ექს-პრეზიდენტის ქვრივი [Photo/video]

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, ექს-პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ქვრივი – ნენსი რეიგანი 94 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა, – გვაცნობებს ინერნეტგამოცემა tmz.com.

ნენსი რეიგანი 1981-დან 1989 წლამდე ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი იყო.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნენსიმ მთელი თავისი ცხოვრება მეუღლის მეურვეობას მიუძღვნა – ჯერ ჰოლივუდში, შემდეგ კი პოლიტიკური კარიერის დროს – კალიფორნიასა და თეთრ სახლში. მან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 12 წელი იცოცხლა.

ექს-პრეზიდენტ რონალდ რეიგანის გარდაცვალების შემდეგ, ნენსი რეიგანი საზოგადოებრივი საქმიანობით იყო დაკავებული. იგი ალცჰეიმერის სინდრომით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად ღეროვანი უჯრედების გამოკვლევებით იყო დაინტერესებული.

ნენსი რეიგანი, როგორც პირველი ლედი, ამერიკელებს ანტინარკოტიკული კამპანიის – “Just Say No” სახედ დაამახსოვრდათ. ბიოგრაფები მას, აშშ-ის ისტორიაში, ყველზე გავლენიან და პოპულარულ პრეზიდენტის მეუღლეს უწოდებდნენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30759″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button