„შეხვედრების სახლი“ გაიხსნა სოფელ ჰერეთისკარში [Photo]

„შეხვედრების სახლი“ გაიხსნა სოფელ ჰერეთისკარში. როგორც რადიო „ჰერეთს“ თემის განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ანი ნადირაშვილმა განუცხადა , „შეხვედრების სახლი“ ადგილობრივი მოსახლეობის შეკრებისა და სოფელში არსებულ პრობლემებზე მსჯელობის ადგილად უნდა იქცეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლი თქმით, ობიექტის მშენებლობა პროგრამა „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“ გაეროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის ადგილობრივი სათემო ცენტრი უკვე მეორე წელია ჩართულია. საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის სამიზნე ორგანიზაცია სწორედ „ჰერეთისკარის“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელთანაც 2008 წლიდან თანამშრომლობს.

მოუსმინეთ ანი ნადირაშვილის კომენტარს

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18954″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button