რეგიონი

საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების ფონზე ჩატარდა სოლიდარობის აქცია ახმეტაში

საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების ფონზე ჩატარდა სოლიდარობის აქცია ახმეტაში.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ახალგაზრდები შეიკრიბნენ, რომლებმაც დაგმეს უკრაინაში რუსული საოკუპაციო ნაწილების შეჭრა და მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმები .
აქციის მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას.

ახმეტაში უკრაინის სოლიდარობის აქცია უკვე მეორედ ჩატარდა.
უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქციები კახეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, რუსული საოკუპაციო ჯარების შეჭრის შემდეგ არ წყდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button