მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ და სლოვაკეთი უკრაინას დახმარებას გამოუყოფს

24 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი იუწყება.

მედიის ცნობით, ახალი პაკეტი ოთხშაბათს, 24 აგვისტოს გამოცხადდება – იმ დღეს, როდესაც უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვე შესრულდება.
„სიენენის“ ინფორმაციით, ეს იქნება ომის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება, რომელსაც უკრაინა ომის დაწყებიდან ზუსტად ექვსი თვის თავზე, დამოუკიდებლობის დღეს მიიღებს.

წყაროები Associated Press-ს უცხადებენ, რომ გამოყოფილი თანხა მომავალ წლებში საბრძოლველად უკრაინული ძალების წვრთნას და აღჭურვას მოხმარდება, ასევე დაფინანსდება კონტრაქტები დრონების, იარაღისა და სხვა აღჭურვილობისთვის.

Associated Press-ის ცნობით, საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური პირების ცნობით, წინა პაკეტებისგან განსხვავებით, ახალი დაფინანსება, ძირითადად, მიზნად ისახავს, უზრუნველყოს უკრაინის მიერ საშუალო და გრძელვადიანი თავდაცვა. წინა დახმარებები უკრაინის სასწრაფო საჭიროებებზე იყო ორიენტირებული.

საინფორმაციო სააგენტოს ოფიციალური პირები უცხადებენ, რომ წინა დახმარების პაკეტებისგან განსხვავებით, ახალი დაფინანსება უკრაინის სამომავლო თავდაცვითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად იქნება მიმართული.
წყაროს ცნობით, დეტალები ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის და ფინანსური დახმარების გარკვეული ნაწილი შესაძლოა, შეიცვალოს. დახმარების ახალი, გრძელვადიანი პაკეტი მიზნად ისახავს, აშშ-მ დაარწმუნოს უკრაინა, რომ მზად არის, გააგრძელოს მისი მხარდაჭერა.

გარდა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებისა სლოვაკეთი უკრაინას 30 ქვეით საბრძოლო მანქანას გადასცემს, სანაცვლოდ კი გერმანიიდან 15 ტანკ Leopard2A4-ს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იარო ნაგიმი ავრცელებს.

ნაგის თქმით, გაცვლის შესახებ შეთანხმებას სამშაბათას მისმა მოადგილემ და გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოაწერეს ხელი. ნაგის არ დაუკონკრეტებია ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების ტიპი, თუმცა ღია წყაროების მონაცემების მიხედვით, საბჭოთა ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების მოდიფიკაციები სლოვაკეთის არმიაშია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში სლოვაკეთმა უკრაინას S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემა გადასცა, ასევე რამდენიმე ვერტმფრენი, თვითმავალი ჰაუბიცა ზუზანა და სხვა იარაღი.

მსგავსი პოსტები

Back to top button