ბასკეთში 14,5 ათასი წლის წინ დახატული ცხოველები აღმოაჩინეს [Photo/video]

ბასკეთის პროვინცია ბისკაიას ხელისუფლებამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ განაცხადა, რომელმაც არა მხოლოდ პირენეს ნახევარკუნძული (ასევე იბერიის) გაამდიდრა, არამედ მთელი კაცობრიობაც.

ქალაქ ლეკეიტიოში, არმინჩეს გამოქვაბულში 50-მდე კლდის ნახატი აღმოაჩინეს.

გაზეთი El Mundo წერს, რომ ცხოველთა გამოსახულება, რომელიც 12-დან 14,5 ათასი წლის წინ შეიქმნა, უჩვეულო ტექნიკითა და კომპოზიციით გამოირჩევა.

ცხოველების გამოსახულება სხვადასხვა ზომისაა – 10 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე. National Geographic-ის მონაცემებით, იქ გამოსახულია 2 ლომი, რაც აღნიშნული რეგიონისთვის წარმოუდგენელია. ასევე, გამოქვაბულის კედლებს ამშვენებს ბიზონები, ცხენები და 4 უცნობი სახეობის ცხოველი.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”44401″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button