თელავში ენმ–ს მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი იქნება

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” თელავში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტიის კახეთის რეგიონული კოორდინატორი გიორგი ბოტკოველი წარადგინა.
მოსახლეობასთან კანდიდატის ოფიციალური წარდგენა ნადიკვარის პარკში გაიმართა და მას პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ.
დღესვე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გურჯაანშიც წარადგენს. ჩვენი ინფორმაციით გურჯაანში მაჟორიტარობის კანდიდატი მოქმედი დეპუტატი, გიორგი ღვინიაშვილი იქნება.