ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაცია – ერთმა დაკავებულმა ბრალი აღიარა

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციისთვის დაკავებულ ორ ახალგაზრდას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, რის შემდეგაც ისინი დროებითი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა მოინახულეს. ბრალდებული გიორგი გოგებაშვილის უფლებადამცველი ამბობენ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცნობს თავს დამნაშავედ. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს ნინო გეგელაშვილს, ის დანაშაულს აღიარებს.
ადვოკატრის მარიკა ფხალაძის ხმა ►
23 წლის გიორგი გოგებაშვილი და მისი მეგობარი გოგონა, 27 წლის ნინო გეგელაშვილი სამართალდამცავებმა ვარკეთილში დააკავეს. ასევე ნაპოვნია მათ მიერ დაქირავებული კონსპირაციული ბინა, საიდანაც შსს-ს ინფორმაციით მთელი საქართველოს მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ხდებოდა. გაირკვა ისიც, რომ ბრალდებული გიორგი გოგებაშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მაღალჩინოსნის ძმაა. სწორედ მისი საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე კორპუსში ჰქონდათ ბრალდებულებს ნაქირავები ბინა.