სპორტი

ელიზბარ ოდიკაძე მერვედფინალში მოჰამადიანს შეხვდება

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე 97 კგ. წონით კატეგორიაში გამომსვლელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე 6 აგვისტოს გამოვა ტატამზე.

წილისყრის შედეგად მას ირანელი მეტოქე მოჰამად ჰოსეინ მოჰამადიანი შეხვდა. ირანელ ფალავანს 2015 წლის აზიის ჩემპიონატი აქვს მოგებული და 2014 წლის მსოფლიო ჩემონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

გამარჯვების შემთხვევაში, ელიზბარი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრ აბდულრაშიდ სადულაევს ან აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ელიზბარ ოდიკაძე ბოლო ქართველი მოჭიდავეა, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს. საქართველოს ამ დროისთვის 7 მედალი აქვს მოპოვებული – 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

მსგავსი პოსტები

Back to top button