მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

COVID-19–თან მებრძოლი რობოტი “პეპერი” გადარჩა

დღეს, 18 ივნისს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს, საფრანგეთიდან ჩამოყვანილი რობოტი „პეპერი“ წარადგინა. მისი განმარტებით, რობოტი კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს დაეხმარება.

„დღეს რამდენიმე სიურპრიზი გვაქვს. პირველი ჩემი დამხმარე „პეპერია“, რომელიც საფრანგეთიდან გუშინ ჩამოვიდა. ახლა ქართულს სწავლობს. ის დაგვეხმარება სამომავლოდ COVID-19-ის დამარცხებაში. ის არის ერთ–ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში.” –განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის განცხადებით, უფრო მეტ დეტალზე რობოტის შესახებ, მოგვიანებით ისაუბრებს. მინისტრის სიტყვის დამთავრების შემდეგ, რობოტმა ტიკარაძეს მადლობა გადაუხადა და საქართველოს მოესალმა.

პრეზენტაციას კურიოზის გარეშე არ ჩაუვლია – რობოტი “პეპერი” პრეზენტაციის შემდეგ სცენიდან გადავარდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რობოტი სცენიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც კონსტრუქციის კიდესთან მივიდა და გადავარდა. თუმცა, დაიჭირეს და დამტვრევას გადაურჩა.

მსგავსი პოსტები

Back to top button