მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დადებენ მშვიდობა იქნება“

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიაჯგუფ Funke-თან ინტერვიუში, რომელიც 17 სექტემბერს კვირას გამოქვეყნდა.

„ომების უმეტესობა უფრო მეტხანს გრძელდება, ვიდრე დაწყებისას ვარაუდობენ ხოლმე,” – თქვა მან, – ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ თუ [უკრაინის] პრეზიდენტი [ვლადიმერ] ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს“.

სტოლტენბერგის თქმითვე, „თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დადებენ, მშვიდობა იქნება“.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, უდავოა, რომ საბოლოოდ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება.

ნატოს გენერალურ მდივანს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, თუმცა მან არ დაასახელა ქვეყნის ალიანსში შესვლის ზუსტი თარიღი. ვილნიუსში, ივლისის ნატოს სამიტზე, უკრაინამ, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, არ მიიღოთ ალიანსში გაწევრიანების მიწვევა. სამიტის ბოლოს ხელმოწერილ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ G7 ქვეყნები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება გრძელვადიანი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.

იენს სტოლტენბერგმა უკრაინისათვის იარაღის მიწოდების მზარდ ხარჯებზეც ილაპარკა.

„ცივი ომის დროს, როდესაც კონრად ადენაუერი ან ვილი ბრანდტი მართავდნენ, თავდაცვის ხარჯები შეადგენდა მშპ-ის 3-4%-ს. ასე მოვიქეცით მაშინ და დღესაც იგივე უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც ასევე შენიშნა, რომ მის სამშობლოში, ნორვეგიაში, თავდაცვის ხარჯები ჩამოუვარდება ნატოს წევრი ქვეყნების მიერ დასახულ 2%-იან მაჩვენებელს.

სტოლტენბერგის თქმით, ნორვეგიის მთავრობის მეთაურად მუშაობის წლებში მან გააცნობიერა „რაოდენ რთულია თავდაცვისთვის მეტი თანხის გამოყოფა, როცა საჭიროა მეტი თანხები ჯანდაცვაზე, განათლებაზე ან ინფრასტრუქტურაზე“.

როგორც აღინიშნა, ივლისში ვილნიუსში ჩატარებული ნატო-ს სამიტი გზას უხსნის უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს რუსული აგრესიის შეკავების მიზნით. უკრაინამ პირობა დადო, რომ გააუმჯობესებს სამთავრობო პოლიტიკას, რომელიც მოიცავს სასამართლო და ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button