მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ინფიცირებულთა რაოდენობა კახეთში 9 პაციენტით გაიზარდა

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები 75 წლის ასაკის მამაკაცია. გარდაცვლილი მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

დღეს, 13 იანვარს ინფიცირებულთა რაოდენობა კახეთში 9 პაციენტით გაიზარდა.

ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის კლებას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული რეგულაციებით ხსნიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ტესტირებების რაოდენობა არ შემცირებულა.

“ტესტირებების რაოდენობა თითქმის იგივეა. მიგვაჩნია, რომ დაწესებული შეზღუდვების წყალობით, კოვიდინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი იკლებს. თუ მოქალაქეებიც დაგვეხმარებიან, სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ” – განაცხადა ხიზანიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, სეწტემბრიდან დღემდე, რეგიონში 9782 ინფიცირებული და 87 გარდაცვლილია.

ამ ეტაპზე მკურნალობას 1867 პაციენტი გადის, აქედან 1724 ბინაზე  მკურნალობს, 1 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 142 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 1068- ს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button