სახალხო დამცველმა “მკვლელები” უწოდა მათ, ვინც საქართველოში შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგება

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა “მკვლელები” უწოდა მათ, ვინც საქართველოში შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგება.

“ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო”, – ამის შესახებ უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

ტყიბულის ერთ-ერთ შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

მსგავსი პოსტები

Back to top button